2018 წლის II სემესტრში შეიქმნა ისტორიის წრე სახელწოდებით
,, კლიო“. წრეში გაერთიანდნენ VII კლასის 8 მოსწავლე. წრის მეცადინეობა ტარდებოდა
კვირაში 1 საათი. პარასკევს მეექვსე გაკვეთილის
შემდეგ. წრეზე შესასწავლი თემები წინასწარ იყო გაწერილი თემატურ გეგმაში, რომელიც ემსახურებოდა
მოსწავლეთა ისტორიის კარიკატურების, პლაკატებსა და რუკაზე მუშაობის შესწავლას.
წრის მუსაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.მოთხოვნების
მიხედვით ისტორიაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა განივითარონ
კარიკატურებსა და პლაკატებზე მუშაობა, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, დაკვირვების
და განსჯის უნარი, განივითარონ ისტორიულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევა და მიიღონ მეტი
ცოდნა.
ყოველი შეხვედრისას, ვაწვდიდი მოსწავლეებს ინფორმაციას
, რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტივობებით და რა შედეგზე გავიდოდნენ.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების დიდ ინტერესს
იწვევდა კარიკატურები და რუკაზე მუშაობა.
ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებში გამეღვიძებინა
დიდი ინტერესი ისტორიისადმი, ვცდილობდი გამომემუშავებინა მოსწავლეებში ისტორიისადმი
მეტი ინტერესი და შრომისმოყვარეობა.
მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე,
თუმცა ხელს გვიშლიდა ის ფაქტი, რომ დამატებითი მასალა ინტერნეტის საშუალებით უნდა მოეძიებინათ, რამდენიმე მოსწავლეს სახლში არ ქონდათ ინტერნეტის საშუალება ამიტომ რამდენიმე
მოსწავლეს სკოლაში მეცადინეობდა.
მიუხედავად ამისა საწრეო მუშაობამ მიაღწია მიზანს
და ხელი შეუწყო როგორც ისტორიის დაინტერესებას,
ასევე მის პოპულარიზაცია. საგნის ( ისტორიის) მიმართ.
No comments:
Post a Comment