Monday, June 25, 2018

ისტორიის წრის რეფლექსია


                                         საწრეო მუშაობის რეფლექსია
                                                                                                                  პედაგოგი: ნონა ჭიღლაძე

2018 წლის II  სემესტრში შეიქმნა ისტორიის წრე სახელწოდებით ,, კლიო“.  წრეში გაერთიანდნენ  VII კლასის 8 მოსწავლე. წრის მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში 1 საათი.  პარასკევს მეექვსე გაკვეთილის შემდეგ. წრეზე შესასწავლი თემები წინასწარ იყო გაწერილი თემატურ გეგმაში, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეთა ისტორიის კარიკატურების, პლაკატებსა და რუკაზე მუშაობის შესწავლას.



წრის მუსაობის მიზანია  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.მოთხოვნების მიხედვით ისტორიაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა განივითარონ კარიკატურებსა და პლაკატებზე მუშაობა, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, დაკვირვების და განსჯის უნარი, განივითარონ ისტორიულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევა და მიიღონ მეტი ცოდნა.


ყოველი შეხვედრისას, ვაწვდიდი მოსწავლეებს ინფორმაციას , რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტივობებით და რა შედეგზე გავიდოდნენ.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების დიდ ინტერესს იწვევდა კარიკატურები და რუკაზე მუშაობა.

ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებში გამეღვიძებინა დიდი ინტერესი ისტორიისადმი, ვცდილობდი გამომემუშავებინა მოსწავლეებში ისტორიისადმი მეტი ინტერესი და შრომისმოყვარეობა.

მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, თუმცა ხელს გვიშლიდა ის ფაქტი, რომ დამატებითი მასალა ინტერნეტის საშუალებით უნდა მოეძიებინათ,   რამდენიმე მოსწავლეს  სახლში არ ქონდათ ინტერნეტის საშუალება ამიტომ რამდენიმე მოსწავლეს სკოლაში მეცადინეობდა.

მიუხედავად ამისა საწრეო მუშაობამ მიაღწია მიზანს და ხელი შეუწყო როგორც ისტორიის დაინტერესებას,  ასევე მის პოპულარიზაცია. საგნის ( ისტორიის) მიმართ.


Friday, May 4, 2018

ისტორიის წრე. ჯვაროსნების მიერ დაარსებული ორდენები




გორის რაიო სოფ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პედაგოგი ნონა ჭიღლაძე
ისტორიის წრის მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა დამატებით მასალიდან ინფორმაციის მიღება, განიხილეს ჯვაროსნების მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი ცენტრები. იმუშავეს რუკაზე, ისწავლეს ჯვაროსნების მიერ დაარსებული ორდენები ( ტევტონთა ორდენი; ტამპლიერთა ორდენი; იოანიტების იგივე ჰოსპიტალიელების საქველმოქმედო ორდენი.
           გამოყენებული ლიტერატურა: მსოფლიო ისტორიის ატლასის უძველესი პერიოდიდან შუა საუკუნეების ჩათვლით.
გამომცემლობა ,,საქართვ ელოს მაცნე"
ავტორები: თამარ ყიფიანი, დავით მალაზონია.
VII კლასის ისტორიული ატლასი
ავტორი მანანა შეყილაზე.

Friday, April 20, 2018

ისტორიის წრე. რიშელიეს და ლუდოვიკო XIV მოღვაწეობა.






მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთს რიშელიეს და ლუდოვიკო XIV მოღვაწეობა იმსჯელეს მათ პიროვნულ თვისებებზე და ხასიათზე თემა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებითვის საინტერესო აღმოჩნდა მიწოდებული მასალა ამიტომ მას ორი გაკვეთილი დავუთმეთ.
მოსწავლეებს აქ უნდა დაეხასიათებინათ რიშელიე მისი პიროვნება და განესაზღვრად მისი ადგილი საფრანგეთის მონარქიულ წყობის დროს, რა ადგილი უკავია ლუდოვიკო XIII-ის დროს.

Friday, March 23, 2018

ისტორიის წრე. წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგამოები ინგლისსა და საფრანგეთსი.


წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგამოები ინგლისსა და საფრანგეთსი.
განვიხილეთ კორტესები ესპანეთში საფრანგეთის მონარქიულ კონსტიტუციური ეპოქა და იმსჯელეს ადამიანთა უფლებებზე.

                                                                          წრის ხელმძღვანელი პედაგოგი: ნონა ჭიღლაძე

ისტორიის წრის რეფლექსია

                                         საწრეო მუშაობის რეფლექსია                                                                     ...